მფრინავი მღებავი ქართული ბრენდია, რომელშიც არტისტების შექმნილი ტანსაცმელი და აქსესუარები თავისი ფორმით თუ შინაარსით ხელოვნების ობიექტია. მფრინავი მღებავი პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც არტისტები საზოგადოებას მოდისა და ხელოვნების ენით აწვდიან სოციალურ, პოლიტიკურ, კრიტიკულ თუ რომანტიკულ მესიჯებს.

ბრენდის სახელოსნოებში მფრინავი მღებავის ჯგუფის დიზაინით და შინაარსით კონცეპტუალური ტანსაცმელი იკერება. მფრინავი მღებავის ჯგუფი თბილისში მოღვაწე არტისტები და შემოქმედები არიან: ეკა ქეცბაია, ბობო მხითარი და ნატუკა ვაწაძე.

ბრენდის სახელი, მფრინავი მღებავი, ქართველი მოდერნისტი მხატვრის, პეტრე ოცხელის ნამუშევრის სახელწოდებაა, რომელიც 1936 წელს, ლეო ესაკიას ფილმისთვის “ფრთოსანი მღებავი” არის შექმნილი.