პაკო

“კონსტიტუცია ჯიბეში” საქართველოში ბოლო დროის სოციალურ პროტესტს და პოლიციის თუ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დარღვევას ეხმიანება.

“მფრინავი მღებავის” კოლექციაში “პაკო”, ტანსაცმელს ჯიბეში საქართველოს კონსტიტუციიდან და გაეროს ადამიანის უფლებების კონვენციიდან სხვადასხვა მუხლი აქვს ჩაკერებული. ჯიბეში ასევე იპოვნით ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ პოლიციის რეიდის დროს ან ნარკოტესტირებაზე გადაყვანისას.

ჯიბით საკუთარი უფლებების ტარება, ერთგვარი ჯავშანი, იარაღია, რომელიც მოქალაქეს უხილავ ძალას აძლევს და კონსტიტუციით შეიარაღებულ სუპერ გმირად გარდაქმნის. სუპერ გმირის კოდური სახელია “პაკო”.